12:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 14:55:15, 762 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა

დღევანდელი დღე ცხოვრებაში არის რაღაცა ეტაპის დასასრული და იწყება ახალი, უკეთესი ეტაპი, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, წყდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს გული, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გული სიხარულით აქვთ სავსე, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს.

„უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა. ბევრი სხვა საქმეა საკეთებელი ამ ქვეყანაში, მათ შორის ამ კედლებში. პოლიტიკაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს, შესაძლოა, ხალხმა შემთხვევით პარლამენტშიც კი აირჩიოს ოდესმე“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი მომავალ კვირას ჟურნალისტებთან გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.

„შეხვედრაზე ვისაუბრებ დაწვრილებით მომავალი გეგმების შესახებ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics