21:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 12:46:18, 1134 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: მინიმალური ხელფასი - 20 ლარი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც

„მინიმალური ხელფასი - 20 ლარი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია.

''ჩვენ სწორედ აქცენტს ვაკეთებთ  საერთაშორისო ვალდებულებებზე. 20 ლარი მინიმალური ხელფასი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც. 1999 წლის ოდენობა არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ამის გადახედვა არის მნიშვნელოვანი. ისევე როგორც საჯარო სექტორში 135 ლარი. საარსებო მინიმუმი უფრო მეტია და ცვლილებები აუცილებელია“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში , საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics