02:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 10:38:13, 794 ნახვა

პოლიტიკა
საია: ამ დროისთვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის   განცხადებით, პრობლემები  დაფიქსირდა ძირითადად წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, ასევე დაფიქსირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არასათანადოდ მოქცევის ორი შემთხვევა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ცალკეულ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მითითების შედეგად პრობლემები აღმოიფხვრა.

„ამ დროისთვის ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის. მაგალითად, მარნეულის 48-ე უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თელავის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საიას დამკირვებელს, მას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ რაც ჩვენი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარე.

ასევე დამატებითი ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, დღეს სამგორის მერვე უბანზე დაფიქსირდა  შემთხვევა,  როდესაც რეგისტრაციის დროს  მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მოქალაქემ თავი წარმოადგინა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელი.

ასევე ამ პერიოდისთვის გვაქვს დაფიქსირებული წილისყრის პროცედურების დარღვევის რამდენიემე  შემთხვევა, კვლავ დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  საარჩევნო კომისიებში დანიშული  წევრების მხრიდან  უარის გაცხადება, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ  კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მიიღონ მონაწილეობა.  ასეთი შემთხვევები იყო მთაწმინდის მერვე, გორის  79 -ე  და 64-ე, ზუგდიდის მეცხრე უბნებზე“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics