23:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:25:26, 776 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძემ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს მეტალურგის დღე მიულოცა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 83 წლისთავი აღნიშნეს.

შეხვედრას ქარხნის ხელმძღვანელობის მიწვევით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ესწრებოდნენ.

1933 წლის 30 ოქტომბერს პირველად მოხდა მარგანეცის მოპოვება. ამ დღესთან დაკავშირებით ფეროს დამსახურებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელების მხრიდან საჩუქრები გადაეცათ.

ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ ბოლო წლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ განახლებაზე ისაუბრა, რომელიც გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების შემცირების კუთხით განხორციელდა. მისი განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ე.წ. ფილტრების მონტაჟს, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ჩვენ აღვადგინეთ და მოდერნიზაცია განვახორციელეთ ქარხნის მანქანა-დანადგარების. ასევე მოვახდინეთ ფილტრების მონტაჟი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა“ - განაცხადა ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ.

ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მეტალურგის დღე მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში ვულოცავ ყველა მეტალურგს პროფესიულ დღეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს ჩვენი რაიონის და ქვეყნის განვითარებას. ძლიერი ბიზნესი, ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რაც ძლიერი ქვეყნის გარანტია“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

დღეს ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს კვლევით ინსტიტუტსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას შორის, რომელიც ითვლისწინებს თანამშრომლობას დარგის განვითარების კუთხით.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics