21:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 16:19:14, 698 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები მათემათიკური ფორმულის გამოყენებით გაყალბდა

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გასაყალბებლად მათემათიკური ფორმულა იყო გამოყენებული.

ინაშვილის თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა გაირკვეს კონკრეტულად რა სქემით მოხდა არჩევნების წარმართვა.

„დღეს ყველა პარტია მუშაობს  და ფიქრობს იმაზე, თუ რა ფორმულა იყო გამოყენებული. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ რეალობა ეს არის. უნდა მოხდეს გამოძიება, ამაში უნდა ჩაერთონ, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ჩვენი პარტნიორი, თუ არაპარტნიორი პარტიები. შეიქმნება თუ არა შემდეგ უკვე პარლამენტში საგამოძიებო კომისია.  მთავარია, შევხედოთ, როგორ წავიდა ეს პროცესი, რა მათემატიკური ფორმულა იყო გამოყენებული,  რომ ყველა ოლქში მაინცდამაინც პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე  - ჩვენ.  ეს ასე არ ხდება, თუ არ არის გამოყენებული რაიმე ხელოვნურად ფორმულა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ მთავარია, საქართველოში აზრი არ დაკარგოს არჩევნებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics