17:26 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 14:13:38, 688 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას „+1“ იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას  „+1“ იწყებს.

პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში, მათ დაარწმუნონ ერთი ადამიანი მაინც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭიროს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში ბრძოლას გააგრძელებს.

 „მივმართავთ იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ ერთი  ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე, ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics