16:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 22:22:40, 1004 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა

ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ის, 4 წელიწადში დაბრუნდეს ისევ პოლიტიკაში.

​„ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა საქმიანობა და რასაც ვპირდებოდით, რასაც ვგეგმავდით, ის განგვეხორციელებინა. ამიტომ მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და პარტიას რეორგანიზაცია დაეწყო. თუმცა, 4 წელიწადში გვექნება საშუალება, ჩვენი სიტყვა ვთქვათ პოლიტიკაში. მე მიმაჩნია, რომ უნდა აკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ახლა დავინახე, რომ ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე და დავინახე, რომ მაკლია ლეგიტიმაცია, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ ისევ პოლიტიკით შემეძლება, ვაკეთო ხალხისთვის საჭირო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დავბრუნდე პოლიტიკაში. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი შედეგით დასრულდა არჩევნები, იყო შეურაცხყოფის განცდაც,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics