11:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 11:37:21, 638 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბთან ინციდენტი მოხდა

ისანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მათ შტაბთან ინციდენტი მოხდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  შტაბი სამუშაო რეჟიმში იყო, როდესაც დაახლოებით 22:30 საათზე,  ოფისის მიმდებარედ, კერძოდ სუპერმარკეტთან  გამოჩნდა რამდენიმე პირი, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

„ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის, ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებით, ქვების სროლით.

ამას მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები  მოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - ნათქვამია შტაბის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics