|
2016-10-11 10:32:53, 1012 ნახვა
პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს
იმ შემთხვევაში, თუ "პატრიოტთ ალიანსი" პარლამენტში შევა, როგორც ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, - ამას “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს ასევე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს. ცესკო-ს მონაცემებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი სწორედ ამ სამმა პარტიამ გადალახა. რაც შეეხება წინასაარჩევნო ხარჯებს, შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური მონაცემებით, 13 498 020 ლარი დახარჯა, "ენმ"-მ 1 921 091 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 2 134 515 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)