|
2016-10-09 01:06:46, 594 ნახვა
პოლიტიკა
ენმ მოუწოდებს ცესკო-ს, დროულად მოხდეს მონაცემების გამოქვეყნება
ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე არსებულ დაღვევებს და ინციდენტებს. როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, იმ უბნებზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" დიდი უპირატესობით ლიდერობს, ხდება სხვადასხვა სახის ინციდენტები და მათი თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს ხელი შეუშალონ, რეალურად დათვალონ საარჩევნო მონაცემები. პარტია მოუწოდებს პრემიერ კვირიკაშვილს, უზრუნველყოს ხმების დაცვა. ისინი ასევე მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს, სასწრაფოდ დაიწყოს ოქმების ატვირთვა ცესკოს ვებგვერდზე. „ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა. ამ დროის გამოყენება და, როგორც ჩანს, ცალკე ინსტრუქციაა, რომ ადგილებზეც გაიწელოს ოქმების შეჯამება. მართლაც ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი და მისი მარიონეტების გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით, დროულად მოეგონ გონს. მთავრობა არის პანიკაში. ჩვენ გვინდა ამ პროცესის მშვიდად დამთავრება, მაგრამ ამისთვის მისცენ ადამიანებს საშუალება, რომ დაითვალონ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. ახლა ეს ყველაფერი არის საფრთხის ქვეშ,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)