03:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:02:05, 1004 ნახვა

პოლიტიკა
TNS OPINION-ის ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

TNS OPINION-ის ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 53,2%-მა დუჭირა; „ნაციონალურ მოძრაობას“ - 19,5%-მა; „პატრიოტთა ალიანსს“ - 5%-მა; „თავისუფალ დემოკრატებს“ - 4%-მა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ 2,7%-მა; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,9%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,4%; „ეროვნული ფორუმი“ – 0,8%; „გოგით თოდაძე - მრეწველები“ – 0,6%; სხვა პარტიები 6,3%.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიებმა -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS" არჩევნების დღეს ეგზიტპოლები ერთობლივად ჩაატარეს. მათ ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში სწორედ კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics