|
2016-10-08 13:40:40, 692 ნახვა
პოლიტიკა
დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები ერთმანეთს შეერია
დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები, სავარაუდოდ, სტამბაში ბლოკნოტებად აკინძვის დროს, ერთმანეთს შეერია.ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანი მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი ორი ბლოკნოტია. ცესკოს სპიკერის განმარტებით, ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი, ლაგოდეხში გამოიყენეს, ამიტომ, კომისია აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და ისინი კანონის თანახმად გაბათილდება. „სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბულ სშეცდომას. როდესაც სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. სულ ორი ბლოკნოტია ასეთი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა ის ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი, გამოყენებული იქნა ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონის თანახმად გაბათილდება“,-განაცხადა ანი მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)