22:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 16:38:08, 746 ნახვა

პოლიტიკა
მიქელაძე: სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შედგეს პიროვნების შესახებ, რომელიც იმყოფება უშუალოდ ქვეყანაში. თუკი ის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსმდივანმა ანა მიქელაძემ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ რეაგირებს ცესკო მიხეილ სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე, მიქელაძემ აღნიშნა, რომ მას ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს სახდელის გადახდას. 

"თუ პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე,  ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს მას ამ სახდელის გადახდას ან სანქციის შესრულებას",- აღნიშნა მიქელაძემ.

როგორც ცესკო-ს პრესმდივანმა განმარტა, საარჩევნო კანონმდებლობაში სწორედ ეს მუხლი გახდა იმის საფუძველი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინა იმ ტიპის რეაგირება რა ტიპის რეაგირებაზეც აქვთ საუბარი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

ამასთან მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics