21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 10:51:42, 716 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში, მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი - ფატი ხალვაში, ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ნუკრი ბეჟანიძე, ილია ვერძაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე, მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე, ხვიჩა შარაშიძე, დავით გაბაიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნენ ანანიძე, დავით თედორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე, გიორგი მანველიძე და ნატალია ზოიძე.

 მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეკრებილებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გააცნეს. შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საპატიო ბათუმელები ესწრებოდნენ.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ახალ ინვესტიციებზე.

 „არაჩვეულებრივი მუხტია, არაჩვეულებრივი განწყობაა. ჩვენ ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. გამარჯვებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ პროექტზე, თუ რა კეთდება ბათუმში, ახალ ინვესტიციებზე ჩვენს ქალაქში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, რომელსაც ორი დღის წინ ჩაეყარა საფუძველი. ასევე, სტადიონზე, რომელიც აუცილებლად ექნება ქალაქს სულ მალე. დღეს მართლაც არაჩვეულებრვი შეხვედრა იყო. ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი. დღეს ჩვენ გავაცანით მათ მომავალი 4 წლის გეგმები. ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ წარმატებებს",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics