21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 17:48:54, 843 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ სჭირდება პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქე ფიქრობს ასე

„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში იქნება, პარტია პარლამენტს სჭირდება და დარწმუნებული  ვარ, საკმარისი რაოდენობით მოქალაქე  ფიქრობს ასე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მყარი საფუძველი, რომ არჩევნებზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

„არ ვაპირებ ჩავერთო ამ არც თუ ისე ღირსეულ შეჯიბრში იმის თაობაზე, როცა პოლიტიკური ლიდერები თავად იწერენ შედეგებს და მეტიც, ამით არ კმაყოფილდებიან, სხვებსაც კი უწერენ. მე ყოველთვის ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ თუ ამდენი შეუძლია, რომ დილაობით უცებ გამოიცნოს, რომ ვიღაცამ უკან დაიწია, ვიღაცამ წინ წაიწია, ვიღაცამ მეორეზე, ეს უკვე ცოტა განსხვავებულ ნიჭთან გვაქვს საქმე. იგივე მიხეილ სააკაშვილის სიზმრები, რომელიც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაუძახებს ორ დღეში, ჩამოდი გვიპატრონეო. არც ერთი იქნება და არც მეორე. „რესპუბლიკურ პარტიას“ გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სერიოზულ წარმატებას ამ არჩევნებზე, ეს წარმატება რა კონკრეტული რიცხვით იქნება გამოხატული, ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics