21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 17:29:49, 748 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი, დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ისურვებდა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, თუმცა მისივე თქმით, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

„მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი, დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს.  ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე.

ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.ამიტომ, დაველოდოთ 8 ოქტომბერს და შემდეგ  ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადებების გაკეთება,თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული, ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics