21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 17:07:42, 850 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დღეს, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 8 ოქტომბრის დილის 08:30 საათიდან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც  ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი  - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.  შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია: 8:30 სთ; 10:30 სთ; 12:30 სთ; 15:30 სთ; 17:30 სთ; 20:30 სთ.

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics