|
2016-10-06 14:52:29, 862 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების-სადგერის, ტბის და ცემის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. გედევან ფოფხაძემ პარტია ,,ქართული-ოცნების“ 4 წლიან მიღწევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდ საარჩევნო გარემოს. ,,ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუ რა რთულ პირობებში გვიხდებოდა ბრძოლა, გვახსოვს სპეცდანიშნულების რაზმის შემოსვლა ბორჯომში, ისინი ემზადებოდნენ საარჩევნო უბნების დასარბევად, თუმცა მათ, ეს არ გამოუვიდათ“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებს შეეხო. ,,ქართული ოცნება“ იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. (NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)