21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 14:03:18, 893 ნახვა

პოლიტიკა
სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურაში ბევრი საქმეა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა.

“იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოძიება და ეს ყველაფერი გრძელდება, პროკურატურაში უამრავი საქმეა კიდევ, კიდევ ძალიან ბევრი საქმეა და ეს სამართლიანობის აღდგენა, რითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი გრძელდება, მუქარა არ მინდა ეხლა, ღმერთმა დამიფაროს, თან არჩევნების წინ, რომ კიდევ მუქარით... მუქარას ისინი საკუთარი ქცევებით ახერხებენ... 26 მაისის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროკურატურამ და კიდევ მიდის იქ, პატარკაციშვილის საქმეზე და ათასი ძიებები მიდის, იგივე ახალაიების თემაზე, მამა თუ შვილი, ყველა ეს თემები მე ვიცი, რომ იქ ისევ გრძელდება.

 მაგრამ ეს არ არის მთავარი, ძირითადი დასასჯელი ვინც იყო, ხელმძღვანელობა, ვინც იდეოლოგიას ქმნიდა, ყველანი დაისაჯნენ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics