20:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 22:29:40, 737 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში

უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, რომელიც განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტადიაზე იმყოფება. მთლიანად ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს განვითარება იყოს შეუქცევადი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics