20:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 17:17:53, 832 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს COREPER-ის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) მიერ  საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ  twitter-ზე ულოცავენ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ჯენსენი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი,  იოჰანეს ჰანი და მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე მარია გაბრიელი.

„ვულოცავ საქართველოს. ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა"- წერს კრისტიან ჯენსენი და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები უმოკლეს ვადებში დამთავრდება.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ასევე მიესალმება საქართველოს მიერ დამსახურებულ პროგრესს.

„ჩვენ მივიღეთ კარგი ამბავი ევროკავშირის საბჭოდან, მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად"- წერს მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე მარია გაბრიელი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics