00:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 10:29:13, 1520 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიას ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე ნატო-ს სათაო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) კოორდინატორს, მარჩინ კოზიელს და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მათივე ცნობით,  მხარეებმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. გივი მიქანაძემ და მარჩინ კოზიელმა პოლიციელთა განათლების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics