|
2016-09-29 16:38:28, 662 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტურ ორგანიზაციებს აფინანსებს დესტაბილიზაციისთვის, რომ გამოიყენოს
„იცით, რომ სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული მოძრაობები უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიან, გაიმართა აქციები, ჩვენთვის კი ეს პროცესი სრულიად მიუღებელია“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის აქციები და გამოსვლები არის მართული. „მეორე თემა, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო უკავშირდება, სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული მოძრაობების კამპანიას უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ. იცით რომ გუშინ და გუშინწინ აქციები იყო. ეს სრულიად მიუღებელი პროცესია ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ ეს კამპანია არის მართული, ვინაიდან ირიბად მოებას თავი ჩვენს პარტიას და გუნდს. დიდი ხანი ვსაუბრობდი ჯერ კიდევ ამ საფრთხეებზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აფინანსებს გარკვეულ ჯგუფებს, ფაშისტურ და ნაცისტურ ორგანიზაციებს, იმისთვის, რომ შემდეგ ეს ორგანიზაციები სასურველ მომენტში დესტაბილიზაციის კერების შესაქმნელად გამოიყენოს. მკაფიოდ და ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. მიგვაჩნია, რომ უცხოელი ინვესტორების უფლებები დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ექსპანსიაზე აჭარაში, ეს სრულიად სხვა თემაა, ხოლო უცხოელი ინვესტორების დაცვის საკითხი კი სხვა. კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას. ჩვენ არ ვერჩით თურქ ხალხს, ჩვენ ვლაპარაკობთ სხვა თემაზე. ეს თემა კი ეკონომიკური ექსპანსიის თემასთან არის კავშირში“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)