|
2016-09-29 12:30:27, 1168 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი ჩანაწერებზე: ავთენტურობა რომ არ დადასტურდეს, გამოვლენ და იტყვიან, ავთენტურია, ნამდვილად ვილაპარაკეთო
ჩემი წარმოდგენით, ავთენტურობაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ, გამოვლენ და იტყვიან როგორ, ავთენტურია, ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ. ვერ შეცვალეს თავიანთი ხელწერა, არ აქვთ ამის ნიჭი და რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბარია ასახული. როგორც ექსპ პრემიერმა აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, რადგან ყველაფერი ისედაც ღია კონტექსტში ხდება. "ნახეთ მათი გაქცეული ლიდერის განცხადება, რომ ეგზიტპოლები, რომელიც "რუსთავი 2"-ზე დაიდება იქნება ჭეშმარიტებაო. მისმა მეუღლემ განაცხადა, მიშა ისეთი მაგარია, გვირაბს გათხრის და ჩამოვა სოლოლაკამდეო. ეს განცხადებები და მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს. ჩანაწერის ავთენტურობა არაფერს ნიშნავს. 2012 წლიდან დაწყებული ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე გეგმავდნენ რევოლუციას, მერე არ გამოდიოდათ შემოდგომაზე გეგმავდნენ და ა.შ. ამით ამხნევებდნენ ერთმანეთს. ქვების სროლით მოვიდნენ და ძალადობით არიან ცნობილი. გაიხსენეთ, როგორ ახვევდნენ ადამიანებს თავიანთ აზრს, რომ თეთრი შავია და პირიქით. წარმოიდგინეთ, რომ მათი მშიშარა ლიდერი გახდეს გმირი, სწორედ ამით ამხნევებენ საკუთარ თავს და ცდილობენ როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მშიშრების კომპლექტაციაა და სწორედ ამ ფონზე არიან ერთად შეყრილი. "ვინც ფსიქოლოგია ცოტა მაინც იცის, ყველა მოძალადა გულში მშიშარაა. საქართველოს მოსახლეობას ვეტყვი, რომ ეს 9 დღეც მოითმინონ. ჩვენ 2012 წელს მოვიგეთ ბრძოლა, ახლა კი პირობითად ომი უნდა მოვიგოთ. ვერავინ იტყვის, რომ არჩევნები უნდა გაყალბდეს, გარდა მათი აგონიური გამონათქვამებისა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)