14:22 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:23:08, 1066 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: 26 მაისს „მაესტრომ“ „რუსთავი 2“-ს გადააჭარბა, „კავკასია“ კი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია იყო

ხელისუფლებას მედიაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ერთადერთი კორპორატიული მედია ჰყავს ”ნაციონალურ მოძრაობას. არა მარტო „რუსთავი 2“-ი, არამედ „ტაბულაც“, რომელიც შედარებით რბილია. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევიან და სიცრუეზე არიან დაფუძნებულები, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „მაესტრომ“ გავლენებისგან თავის დახსნა მოახერხა, ხოლო „კავკასია“ ჯერ კიდევ „კეკლუცობს“.

„მედიათავისუფლების მიხედვით, საქართველო უფრო თავისუფალია, ვიდრე მედია უნგრეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ა.შ. 2012 წელს ვიყავით 104-ე ადგილზე. ხელისუფლებას მედიაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ერთადერთი კორპორატიული მედია ჰყავს ”ნაციონალურ მოძრაობას. არა მარტო „რუსთავი 2“-ი, არამედ „ტაბულაც“, რომელიც შედარებით რბილია. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევიან და სიცრუეზე არიან დაფუძნებულები. მედიის მხრივ რა იყო უნდა გავიხსენოთ - პირველივე წერილში ვთქვი, რომ ”მედია ტოტალურად კონტროლდებოდა”. ორი ფსევდოტელევიზია დავასახელე მაშინ და აგრესიული განცხადებები გააკეთეს ”კავკასიამაც” და ”მაესტრომაც”.  ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა და ”კავკასია” კეკლუცობს უფრო და აფორმებს უფრო ჩემს შენიშვნებს. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აგრესიული გამოსვლები ჰქონდათ. ისინი უფრო ცუდ როლს თამაშობდნენ. 26 მაისს ”მაესტრომ” გადააჭარბა ”რუსთავი 2”-ს, ისე დაუდგა გვერდით ხელისუფლებას. „კავკასია“ ფსევდოოპოზიციური ტელევიზია იყო, რათა უცხოეთისთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყანაში ოპოზიციური მედია არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics