19:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:08:21, 591 ნახვა

პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ

მუხიანი-გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე ამომრჩეველს შეხვდა და მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

მან მოსახლეობასთან მუხიანი-გლდანის რაიონის პერპსეპქტივებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ არ დაიკარგოს დიალოგი ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი გპირდებით, რომ მომავალში ჩემი ბიურო არასდროს დაიხურება თქვენთვის, თქვენ არ გეყოლებათ დეპუტატი, რომელიც უნდა ეძებოთ, რომ მოუყვეთ პრობლემები, ეს არის ჩემი მთავარი დაპირება იმასთან ერთად, რასაც მთლიანად „ქართული ოცნება“ გპირდებათ. მე ჩემს გონებაში აქაურობას "მუხიანისა და გლდანის ეკოსისტემა" დავარქვი. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც მყუდრო, მწვანე უბნისგან და თითოეული თქვენგანისგან, თქვენი შვილებისგან შედგება. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება და განვითარება და ჩვენ ერთად შევძლებთ მოვუაროთ ჩვენს მუხიანსა და გლდანს" - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მუხიანი-გლდანის მოსახლოებასთან შეხვედრას, ლევან კობერიძესთან, ერთად პარტიის ახალი სახეები, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე და ირინა ფრუიძეც ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics