20:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 22:41:21, 1328 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კარგი მაგალითია

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კარგი მაგალითია. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნესსექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები დაეწრნენ. 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 6 წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ამასთან, პირველი სამი წლის მანძილზე ინვესტორმა ვალდებულება აიღო, 6 მილიონი ლარის ინვესტიცია დააბანდოს. 

თბილისში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო სკოლის, გადამზადების და დასაქმების ცენტრების, ინოვაციებისა და კვლევითი ლაბორატორიების, IT-აკადემიის და მედიაცენტრის გახსნას ითვალისწინებს. უნივერსიტეტში 2200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, სკოლაში კი - დაახლოებით 450-მა მოსწავლემ.   

„ყველაზე მეტად, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება, კარგად მომზადებული კადრებია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ინვესტორებს წარმატება უსურვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics