15:42 - 27 Jun, 2026
|
2016-09-15 17:52:27, 691 ნახვა
პოლიტიკა
იმერლიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე მის შემცვლელთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე მის შემცვლელთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ. იმერლიშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა, ექსკლუზიურად საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. იმერლიშვილის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, უშიშროების საბჭოს მომავალ მდივანთან დაკავშირებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ მანამდე, სანამ არ დავდებ ფიცს საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც მოსამართლე. პრეზიდენტს ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით ჩემთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია“,-აღნიშნა იმერლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)