|
2016-09-15 14:04:08, 615 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: კვირიკაშვილი რომ პრემიერია, ყველა ბიზნესმენი ბედნიერია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს ბიზნესი ხელშეუხებელია და ხელისუფლება მას ლობირებს. ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრობისას, კითხვის საპასუხოდ ფეხბურთის აღორძინებასა და ამ კუთხით, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: " ყველა ბიზნესმენი ბედნიერია, რომ კვირიკაშვილი პრემიერია, რადგან ბიზნესიდან მოსულია, ყველა იცნობს მას. მე არ ვაკნინებ ღარიბაშვილს. უბრალოდ, ღარიბაშვილი არ იყო ბიზნესიდან მოსული, ეს მაქვს მხედველობაში. მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს ბიზნესს, რომ ბიუჯეტში მეტი ფული გაჩნდეს, მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდეს, უნდა დფინანსდეს ფეხბურთიც. ქართველებმა იციან ფეხბურთის თამაში. ქართველები მოწოდებით ფეხბურთელები არიან. გვაქვს კარგი ისტორია, გვყავდნენ მაგარი ფეხბურთელები და აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ ფეხბურთი. ამას სჭირდება ეკონომიკის აღორძინება",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)