15:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:34:16, 602 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთაში პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დღეს, დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთის ბაღებსა და სკოლებს ეწვია და აღსაზრდელებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 „დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება. დღეს თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ჯერ კიდევ ბავშვურ, მაგრამ შედარებით გათვიცნობიერებულ ცხოვრებაში. მინდა მოგილოცოთ სწავლის დაწყება და გისურვოთ დიდი განათლების მიღება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მცხეთის საკეთილდღეოდ. მსურს თითოეულ თქვენგანში ვხედავდე მომავალ ექიმებს, პედაგოგებს, ეკონომისტებს, იურისტებს, ხელოვანებს, დეპუტატებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მსურს თითოეული თქვენგანის მიერ მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასიკეთოდ აისახოს. თქვენა ხართ საქართველოს მომავალი და გპირდებით, არ დაგიტოვებთ ისეთ ქვეყანას, სადაც კვლავ დაგჭირდებათ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, კეთილდღეობისთვის. თქვენ აუცილებლად გექნებათ ძლიერი და ბედნიერი საქართველო“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დღესვე, დიმიტრი ხუნდაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მცხეთის წმიდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics