11:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:57:24, 739 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

„სისწრაფე გვახასიათებს გურულებს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ერთად გადავალთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე, რაც მოგვიტანს მეტ კეთილდღეობას, გზას გაუხსნის მომავალ თაობას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა სოციალურ და ეკონომიკურ პროცესში ქალთა მონაწილებაზეც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე გაამხვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ იგეგმება საპენსიო რეფორმა, თუმცა ეს არ ნიშნავს პენსიონერების სახლში უქმად ყოფნას.

„მათი გამოცდილება ჩვენ ისევ გვჭირდება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც პენსიონერთა დასაქმებას ითვალისწინებს", - აღნიშნა თალაკვაძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics