02:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 09:53:32, 636 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, რაც თანამშრომლობის გაგრძელება იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის დასამყარებლად მთელ მსოფლიოში.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნისა და პარლამენტის წევრების შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლის  მაისში საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს:

„ეს იქნება ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში ნატო-ს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ამ თანამშრომლობის ატმოსფეროში“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან  ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების  ჩატარებამდე 1 თვით ადრე ჩამობრძანდნენ:

„ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის,ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე- კი , თუ არა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე- რომელი გზაა უფრო მოკლე და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი“,-განამარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics