|
2016-09-03 12:23:11, 888 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმელ აფხაზებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ბათუმელ აფხაზებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში მცხოვრებ აფხაზ ოჯახებთან შეხვედრა ე.წ „აფხაზეთის უბანში“, ალექსანდრე აცამბას ოჯახში შედგა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე. საუბარი სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა: ქეთევან ციხელაშვილმა და ზურაბ პატარაძემ აფხაზების აჭარაში დამკვიდრებისა და ცხოვრების საინტერესო ფაქტები მოისმინეს, ისაუბრეს აჭარაში მცხოვრები აფხაზებისა და ქართველების ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ქართულ-აფხაზურ საკითხებზე რეგიონში რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას. შეხვედრამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა. ამავე საღამოს ახალი წიგნის "მამულისათვის თავდადებული" პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირის ჟიული შარტავას შესახებ ახალი წიგნი პროექტ „ქართულ-აფხაზურის საგას“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნათელა დუმბაძემ წარადგინა. „თქვენ ნამდვილად საამაყო და ღირსეული მოქალაქეები ბრძანდებით ჩვენი ქვეყნისათვის და მე მიხარია, რომ დღეს მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა იმართება ისეთი დიდი ქალბატონის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პატივსაცემი პიროვნების ოჯახში, როგორიც იყო ფერიდე აცამბა. დარღვეული ურთიერთობის აღდგენისა და გამთლიანების საქმეში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ბათუმელი აფხაზები საუკუნენახევარია არა მხოლოდ მშვიდობით თანაცხოვრობდნენ ჩვენს რეგიონში, არამედ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რეგიონის კულტურულ და მეცნიერულ ცხოვრებაში და თქვენი ოჯახები არის ამის ნათელი მაგალითი“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეკრებილ საზოგადოებასთან შეხვედრისას. აღსანიშნავია, რომ აფხაზი წარმომავლობის მოსახლეობა საუკუნენახევარზე მეტია აჭარაში ჩამოსახლდა. ისინი ბათუმსა და მის შემოგარენში დასახლდნენ და ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ რეგიონის ცხოვრებაში. აჭარაში არაერთმა ცნობილმა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ და სასახელო პიროვნებამ იცხოვრა და დატოვა საკუთარი კვალი. მათი შთამომავლები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებსა და ღირსებას. აჭარაში მცხოვრები აფხაზები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მშვიდობით იცხოვრო და იყო წარმატებული საქართველოში.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)