|
2016-08-16 20:05:28, 929 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნების გამართვაზე იმსჯელებს
საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს გაიმართოს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გამო, შუალედური არჩევნები, შესაძლოა დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს. მისივე განცხადებით, ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ამ საკითხზე ცესკო იმსჯელებს. „ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეეცდება მაქსიმალურად, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გამო, შუალედური არჩევნები დაემთხვეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი. შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)