01:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 18:54:16, 935 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: წინასაარჩევნოდ „ცენტრისტებთან“ ჩვენი თანამშრომლობა გამორიცხულია

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგება საქართველოში მიუღებელია. 

მეჭიაურის განცხადებით, თუ ბედუკაძეს იმის გამო შეუწყვიტეს პარტიული საქმიანობა, რომ მას საქართველოში რუსების ბაზების დაკანონება სურს, მეჭიაურისთვის ის პარტიებიც მიუღებელია, რომელთაც საქართველოში ნატო-ს ბაზების განლაგების მომხრეები არიან.

„ჩვენ „ცენტრისტებისგან“ განსხვავებული პლატფორმა გვაქვს. ჩვენი და მათი თანამშრონლობა შეუძლებელია. მე ეროვნული ხელისუფლებისა და იდეოლოგიის მომხრე ვარ, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ უნდა იყოს - როგორც რუსული, ასევე ნატო-სი. ბედუკაძის საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოუხსნეს იმიტომ, რომ მას საქართველოში რუსეთის ბაზების განლაგება სურს. ჩემთვის ესეც მიუღებელია და ისიც, რომ ზოგიერთ პარტიას საქართველოში ნატო-ს ბაზების განლაგება სურს. საქართველო დამოუკიდებელია ქვეყანაა. რუსეთშია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები, მაგრამ ჩრდილოელ მეზობელთან ბატონყმური ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს“, - აცხადებს მეჭიაური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics