01:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 12:52:59, 938 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო, თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მან დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხა და აღნიშნა, რომ გამოძიება ერთადერთი ობიექტური საშუალებაა, რათა რეალური სურათი დაიდოს.

გარდა ამისა, მინისტრმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მთავრობის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება:

“რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებას, თუ ვინმე ყურადღებით აკვირდებოდა ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, დაინახავდა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის დასასრული და არ არის ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ნარკოტიკებთან მიმართებაში ერთი გლობალურად მიღებული სტრატეგიაა - უნდა შემცირდეს მოთხოვნა და მიწოდება. მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული. შემიძლია ცალკე ბრიფინგი მივუძღვნა იმას, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics