00:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 10:00:01, 687 ნახვა

პოლიტიკა
15-17 აგვისტოს საქართველოს ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

 

მიმდინარე  წლის 15-17 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ცრნადაკი ეწვევა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
 
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნება  საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. 
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics