19:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 20:16:29, 788 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში დაპატიჟა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაკოს პრინც ალბერტ მეორეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ალბერტ მეორემ ხაზი გაუსვა მონაკოს მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში.

გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მონაკო, გაეროს ფორმატში მიღებული რეზოლუციების მხარდაჭერას ტრადიციულად გააგრძელებს.

მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალი აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics