|
2016-08-04 15:27:34, 773 ნახვა
სამხედრო
„გორდა 2016“-ის დასკვნითი ეტაპის გახსნის ცერემონია გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთის“ ტერიტორიაზე ქართულ-ნორვეგული სამეთაურო საშტაბო სწავლების - „გორდა 2016“-ის დასკვნითი ეტაპის გახსნის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. უწყების ინფორმაციით, სწავლების დასკვნითი ეტაპის გახსნის ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე; ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე; ნორვეგიის შიდა გვარდიის დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ნორვეგიის შიდა გვარდიის წარმომადგენელმა საკუთარ გამოსვლაში სწავლების დეტალებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კი ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის შიდა გვარდიის ურთიერთთანამშრომლობაზე გაამახვილა. „გორდა 2016“ არის მნიშვნელოვანი ეტაპი თავდაცვის სფეროში ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაში. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ. ეს სწავლება ოთხწლიანი პროცესის დასკვნითი ფაზაა, რომელიც ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონეების შტაბების მომზადებასა და სწავლებებს ითვალისწინებდა. დავიწყეთ ბატალიონის შტაბების სწავლებებით, შემდეგ იყო ბრიგადების სწავლებები და ახლა უკვე მთლიანად ეროვნული გვარდიის სამეთაურო-საშტაბო სწავლება იმართება. ეს სწავლება საშუალებას მოგვცემს, დავხვეწოთ საშტაბო პროცედურები, გავხადოთ ისინი უფრო თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. ამაში ნორვეგიელი კოლეგები გვეხმარებიან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სწავლებებით, ის ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებებს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დღეს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურება. სწავლების მიზანი, ნორვეგიული გამოცდილების გაზიარებით, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და მართვის პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინებული მოქმედებების დახვეწაა. სწავლების დასკვნითი ეტაპით საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის 4-წლიანი ერთობლივი პროექტი სრულდება, მომავალი წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე მუშაობა კი უახლოეს პერიოდში დაიწყება. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)