17:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 22:25:08, 1033 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" რუსთავში მაჟორიტარები წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პაატა მხეიძე, 30-ე ოლქში კი - გიორგი ბეგაძე. წალკასა და დმანისში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს კახა ოქრიაშვილი, ბოლნისში გოგა მეშველიანია, გარდაბანში სავალან მირზოევი, თეთრიწყაროში გოდერძი ჩანქსელიანი, მარნეულის 35-ე ოლქში რუსლან გაჯიევი, ხოლო მარნეულის 36-ე ოლქში თამაზ ნავერიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქ რუსთავის საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რუსთავი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, თავის როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი დიდი თუ მცირე საწარმოებით; კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში.

„როდესაც ქვეყანას ასეთი რესურსი და პოტენციალი აქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ. უკეთესი ცხოვრებისკენ გზა ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამიტომაც ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის ამუშვებისთვის“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics