16:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 15:05:55, 714 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: როგორც ჩანს, ლევან იზორიას კონკრეტული საქმეების გამოძიება მოუწევს

ექსპერტის სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ლევან იზორია წინა თავდაცვის მინისტრებთან შეადარებით, უკეთესი კადრია.

როგორც მაისაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იზორია უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, „ნაკლებად არის ჩეკისტური აზროვნებით გაფუჭებული“.

„ლევან იზორია დროებითი ფიგურაა, რომელიც ეცდება თავდაცვის სამინისტრო არჩევნებამდე მიიყვანოს და მერე უწყება რეალურ მმართველს გადააბაროს. მე, პირადად, არ მივესალმები ჩეკისტების კადრების  ალასანიას, ჯანელიძესა თუ იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას. თუმცა, ჩემი აზრით, იზორია წინა ორ მინისტრთან შედარებით უფრო კარგი კადრია. იზორია ნაკლებად არის ჩეკისტური აზროვნებით „გაფუჭებული“, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა. ახალი თავდაცვის მინისტრი კარგი იურისტია და სხვათა შორის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ანტიკორუფციულ სააგენტოს კურირებდა. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროში იყო ისეთი საქმეები, რომლის გამოძიებაც იზორიას მოუწევს. პრემიერ-მინისტრის სიტყვებმა დამაფიქრა, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მოხდეს არმიის დეპოლიტიზაცია, როგორც ჩანს, იზორიას ეს დავალებაც ექნება“, - განაცხადა მაისაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics