14:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 16:28:46, 757 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

"წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენას კახა კალაძე  ირაკლი ტრიპოლსკი მირიან წიკლარი და დიმიტრი ხუნდაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics