08:39 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:22:31, 1207 ნახვა

სამართალი
რა სახის ზეწოლა მოხდა პრეზიდენტის ოჯახის წევრზე - მარგველაშვილის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოჯახის წევრზე მომხდარ ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „საზოგადოება არ შეაწუხა“.

"სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი, ამიტომ ბუნებრივია ჩემთვის, ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. როდესაც ვნახე, რომ ეს ტენდენცია ღრმავდება, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მე ეს თემა საჯაროდ გამოვიტანე. საუბარი მაქვს სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე. ეს იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრზე, რომელიც გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ კი, მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ეს ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე მოხდა, იმის იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. ბუნებრივია ყველაფერი სუფთად იყო და არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა. იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics