06:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 14:33:57, 1034 ნახვა

სამართალი
პაპუაშვილი: არ ვარ უფლებამოსილი იმ მოსამართლეების გვარები დავასახელო, რომლებზეც ზეწოლა ხორციელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი თავს იკავებს იმ მოსამართლეების დასახელებისგან, რომლებზეც მისივე თქმით,  ზეწოლა ხორციელდება.

პაპუაშვილის თქმით, მან  საქართველოს პრეზიდენტს დღეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმას დაკავშირებით თუ რა ფორმით ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა როდიდან და რა ვითარებაში.

ამასთან, მისივე განცხადებით, ის არ არის უფლებამოსილი იმ მოსამართლეების სახელები და გვარები დაასახელოს, რომლებზეც ზეწოლა ხორციელდება.

„უფლებამოსილი არ ვარ, გვარი დავასახელო, მითუმეტეს საქმეებზე ვისაუბრო. ვთქვი, რომ საჯაროდ არასოდეს არ დავასახელებ გვარებს,ყოველ შემთხვევაში მამანდე, ვიდრე  მოსამართლეა, რათა ზიანი არ მიადგეს საქმის ნორმალურ განხილვას.  თუ მოსამართლეები ჩათვლიან საჭიროდ, თავად ისინი ისაუბრებენ“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics