2016-07-24 12:02:36, 1280 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსები შეუერთდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ სახაზო მიკროავტობუსებზე განთავსდა.
უწყების ცნობით, სამარშრუტო მიკროავტობუსებში არსებულ მონიტორებზე კი მგზავრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე შსს-ს საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეორგოლს უჩვენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან