05:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 10:23:57, 1168 ნახვა

სამართალი
შსს-მ სიღნაღის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები: 1972 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. და 1972 წელს დაბადებული კახაბერ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

„სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია „იჟ 56“-ის მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics