04:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 12:06:04, 694 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოსთვის თურქეთში სიმშვიდე პრინციპულად მნიშვნელოვანია

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  სტრატეგიულ პარტნიორთან, თურქეთთან  მშვიდობა იყოს.

მისივე თქმით, ქართული მხარე თურქეთში ხვალ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს:

"თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდ ნახევარ დოლარს. შესაბამისად,  სიმშვიდე და თურქეთის ეკონომიკური ზრდა არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ხვალ გვექნება თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც  აქამდე იყო",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics