02:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 11:38:11, 617 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ნიცაში განვითარებული მოვლენები უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნიცაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

მინისტრის განცხადებით, ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილური სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ.

„შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო - საფრანგეთში განხორციელებულმა კიდევ ერთმა ტერორისტულმა აქტმა ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა... ვიზიარებ ფრანგი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. ნიცაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილური სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ“, - ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომანქანას ისე ატარებდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაჯახებოდა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა, შემდეგ კი სატვირთო მანქანა გააჩერა და ადგილზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 84-მდე ადამიანი გარდაცვლილი.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics