04:03 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 15:18:47, 1083 ნახვა

სამართალი
სალომე ჩარკვიანი რჩეულიშვილებს: სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა, რომ აქაურობას თავი რაც შეიძლება მალე დავაღწიო

”ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა

”ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანის განცხადებით, მისი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ბოროტად სარგებლობდნენ.

ჩარკვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწერილ წერილში რჩეულიშვილების ოჯახს მიმართავს და ამბობეს, რომ არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

”მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობა დავაღწიო თავი რაც შეძლება მალე - დღეს, ხვალ”, - წერს სალომე ჩარკვიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics