|
2016-07-07 09:45:19, 683 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებთან შეხვედრა სასტუმრო ”რედისონში”, დღეს დილით გაიმართა. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ–ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას მიაწვდის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, რეფორმებზე, საქართველოში წინა საარჩევნოდ მედიის მდგომარეობაზე, ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საქართველოს საგარეო პრიორიტეტები. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მიუთითებს, ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების, ევროატლანტიკური მომავლის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. "3 თვით ადრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს - ეს არის საქართველოს დემოკრატიზაცია, შიდაპროცესები და არჩევნები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, საუბარი გვექნება მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. გუშინ ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)